დავით მათიკაშვილი: “ნაცმოძრაობის” ტაქტიკაა, ყველა დანაშაული, რასაც თვითონ სჩადიოდა, გადააბრალოს დღევანდელ ხელისუფლებას და ამისთვის იყენებს პარტიულ რუპორს – “რ2”-ს

დავით მათიკაშვილი: “ნაცმოძრაობის” ტაქტიკაა, ყველა დანაშაული, რასაც თვითონ სჩადიოდა, გადააბრალოს დღევანდელ ხელისუფლებას და ამისთვის იყენებს პარტიულ რუპორს – “რ2”-ს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი, სოციალურ ქსელში, “შაბათის კურიერში” გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის შესახებ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. როგორც დეპუტატი წერს, ვიდეო, რომელიც გასაჯაროვდა, ცხადყოფს, როგორ ცდილობენ ექიმები, დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად, პატიმრის გადარჩენას და რომ “რუსთავი 2”-ის და “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა.

„ნაციონალური მოძრაობის” ტაქტიკაა, ყველა დანაშაული, რასაც თვითონ სჩადიოდა, გადააბრალოს დღევანდელ ხელისუფლებას და ამისთვის იყენებს პარტიულ რუპორს – “რ2”-ს. უპირველეს ყოვლისა, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს და გულწრფელად გამოვთქვა სინანული ადამიანის დაღუპვის გამო. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გასაჯაროებული ვიდეომასალით საზოგადოებამ კარგად დაინახა რეალური სურათი, თუ როგორ ცდილობდნენ ექიმები, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად, პატიმრის გადარჩენას, არა წამებას, როგორც ამას სააკაშვილის რეჟიმი ახდენდა, არამედ გადარჩენას.

“რ2”- ისა და “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი ტყუილი და ცილისწამება გამოაშკარავდა. მართალია, გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გაეცემა კონკრეტული პასუხი, თუმცა უკვე ნათელია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რის საშუალებასაც თვითონ საზოგადოება არასდროს აღარ მიცემს მ. სააკაშვილს და “რ2”-ს, -წერს დავით მათიკაშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები