დავით მათიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი

დავით მათიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საზოგადოებისგან“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ეს იყო ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრა ახალქალაქის და ნინოწმინდის ამომრჩევლებთან. ჩვენ ერთხელ კიდევ ვიგრძენით ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საზოგადოებისგან. საზოგადოებას ემცნო ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც განხორციელდება ძალიან ცოტა ხანში. პირველ ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა ნინოწმინდამ და ახალქალაქმა . დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში იქნება დამაჯერებელი გამარჯვება ძალიან დიდი პროცენტით და აქ, ისევე როგორც მთელ საქართველოში, აუცილებლად გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები