დავით მაღრაძე “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მხარს უჭერს და მოსახლეობას მოსახლეობას 21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს

დავით მაღრაძე “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მხარს უჭერს და მოსახლეობას მოსახლეობას 21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს

დავით მაღრაძე “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მხარს უჭერს და მოსახლეობას მოსახლეობას 21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს:

“ვიცი, ბევრი გაჭირვებული ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ მის გაჭირვებას არჩევნებზე მისვლა ვერ უშველის. ჩემს გვერდით ბევრი ადამიანია, რომელიც ამის გამო ხმის მისაცემად წასვლას არ აპირებს. მინდა, მივმართო ყველას, თითოეული ადამიანის მოვალეობაა არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა, რადგან შთამომავლობაზე უნდა ვიზრუნოთ. არჩევნებზე მისვლით ვქმნით საქართველოს მომავალს, ამიტომ აუცილებელია, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, არჩევნებზე მივიდეთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ. კახა კალაძის წარსული არ უნდა დავივიწყოთ, ფეხბურთიდან დაწყებული, პოლიტიკით გაგრძელებული. ის ქართველი ხალხის და ზოგადად სამშობლოს გვერდით დადგა მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა. კალაძე წარმატებული ფეხბურთელი იყო, მან მთელი თავისი კარიერა დატოვა და თავი ქვეყანას მიუძღვნა, მან საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად გააკეთა ყველაფერი და ეს უნდა დავუფასოთ”, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები