დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ ფონდ “იავნანასთან” პირადად მას შეხება არ ჰქონია და რამდენადაც ინფორმაცია აქვს, პაატა ბურჭულაძეს ფონდში თანამდებობა არ უკავია.

ჯანდიერი გამოეხმაურა პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც ფონდ “იავნანასთან” დაკავშირებით თანხების შესაძლო გაფლანგვას უკავშირდება.
“ამ ორგანიზაციასთან შეხება არასდროს მქონია. არ ვიცნობ როგორ ხდება საქმის წარმოება. თუ არსებობს კითხვები, პასუხებიც უნდა გაეცეს. თუ რაიმე კანონდარღვევაა, უნდა მოხდეს რეაგირება. მე რამდენადაც ვიცი, პაატა ბურჭულაძეს ფონდში თანამდებობა არ აქვს და არც მაშინ ჰქონდა, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა. შესაბამისად, დანარჩენს ალბათ გამოძიება გასცემს პასუხს”, – აღნიშნა დავით ჯანდიერმა.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.
„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებენ პროკურატურაში.
მსგავსი სიახლეები

„ჩემთვის ბუნებრივია, რომ პატივცემულ დეპუტატებთან მქონდეს საუბრის და დებატების შესაძლებლობა“-გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ გროისმანს, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
