დავით დადუნაშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ილია მეორემ მისი გვარი და ოჯახი დალოცა და დღეგრძელობა უსურვა მათ

დავით დადუნაშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ილია მეორემ მისი გვარი და ოჯახი დალოცა და დღეგრძელობა უსურვა მათ

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის მამამ, დავით დადუნაშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ილია მეორემ მისი გვარი და ოჯახი დალოცა და დღეგრძელობა უსურვა მათ. მისივე თმით, პატრიარქმა მას და ზაზა სარალიძეს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრაზე დაგვლოცა, ჩემი გვარი და ოჯახი დალოცა და დღეგრძელობა მისურვა. მან სიმშვიდისკენ მოგვიწოდა მეც და ზაზაც“, – განაცხადა დავით დადუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დავით დადუნაშვილის პატრიარქთან შეხვედრის ინიციატივა, თავად საპატრიარქომ გამოთქვა. ​მანამდე კი კათოლიკოს-პატრაირქთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მეორე არასრულწლოვანის, დავით სარალიძის დედ-მამა და და.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები