დავით ბაქრაძეს განცხადებით, ამერიკული მხარე მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა.

დავით ბაქრაძეს განცხადებით, ამერიკული მხარე მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით ბაქრაძეს განცხადებით, ამერიკული მხარე მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა.

ბაქრაძის შეფასებით, ეს განცხადებები თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების მეტ შესაძლებლობაა.

„პირადი შეხვედრების დროს, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პატივსაცემად გამართული მიღების ფარგლებში, ჩვენი პარტნიორების, კონგრესმენების მხრიდან მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები, რომ საქართველო აგრძელებს, იყოს სამაგალითო რეგიონში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი, როგორც დემოკრატიული განვითარების კარგი მაგალითი. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარების და განმტკიცების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ. ​

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ში ოფიციალურ შეხვედრებს 5 თებერვლიდან მართავს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები