დავით ბაქრაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით განცხადება გააკეთა.

დავით ბაქრაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით განცხადება გააკეთა.

მისი პირადი გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, არსებობს გადაწყვეტილება, სადაც ნამდვილად ველოდებით მისგან სწრაფ ნაბიჯს და ეს არის არჩევნების თარიღის დანიშვნა – ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით გააკეთა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა დროულად გააკეთოს განცხადება, რადგან დრო სჭირდება ოპოზიციას და არა ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ფული წინასაარჩევნო კამპანიისთვის.

„ჩვენი ამოცანაა, ვიბრძოლოთ პირველ ტურში და ოპოზიციის თითოეული მხარდამჭერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმის ცოდნა, რომ ის უნდა მოვიდეს არჩევნებზე პირველივე ტურში და ბოლომდე იბრძოლოს ოპოზიციის მხარდაჭერისთვის. მაღალი ალბათობით ველოდებით მეორე ტურსაც. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოპოზიციის გაერთიანება მეორე ტურში გადასული კანდიდატის ირგვლივ. ეს, მაღალი ალბათობით, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების წინაპირობას შექმნის. ორივე ტურში უნდა ვიბრძოლოთ. გიორგი მარგველაშვილის გადასაწყვეტია, დააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას, თუმცა სასურველია, მისი გადაწყვეტილება მალე გავიგოთ, ვინაიდან ეს იმოქმედებს გარემოებებზე და რაც უფრო სწრაფად ჩამოყალიბდება, მით უკეთესი იქნება ოპოზიციისთვის. თუმცა, მისი პირადი გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, არსებობს გადაწყვეტილება, სადაც ნამდვილად ველოდებით მისგან სწრაფ ნაბიჯს და ეს არის არჩევნების თარიღის დანიშვნა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები