დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა და 16 475 შეადგინა. ვიზიტორთა შორის  54% ქართველია , ხოლო 46% უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა – 94%-ით. ამის შესახებ “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

სტატისტიკის მიხედვით, იანვრის თვის ყველაზე მონახულებადი პარკებია: თბილისის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, პრომეთეს მღვიმე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და სათაფლია.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები