რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროებათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა თეა თავართქილაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტებს გულმკერდის ზედაპირზე შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აღენიშნებათ. „ორივეს აღენიშნება გულმკერდის წინა ზედაპირზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. დასტურდება, რომ ჭრილობები არის შემავალი. ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. ორივე მათგანი არის 15 წლის. მათ თვითონ მოგვმართეს. სასწრაფოს არ მოუყვანია“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი რამდენიმე საათის წინ შეიყვანეს. სავარაუდოდ, მოზარდებს ჭრილობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მიაყენეს. ისინი თბილისის #35-ე სკოლის მოსწავლეები არიან. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები

ბიძინა ივანიშვილი – კომენტარის ღირსიც კი არ არის, რაც ამაზონის ტყესთან დაკავშირებით ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძისა და “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, სოციალური დახმარების განმხილველი კომისიის პირველი შეკრება შედგა.
