„დასკვნა არის ის, რომ რაც არ მოსწონს “ნაციონალურ მოძრაობას”, მოსწონთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“

„დასკვნა არის ის, რომ რაც არ მოსწონს “ნაციონალურ მოძრაობას”, მოსწონთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“

“დასკვნა არის ის, რომ რაც არ მოსწონს “ნაციონალურ მოძრაობას”, მოსწონთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ჩვენმა საზოგადოებამ მოისმინა კარლ ჰარცელის კომენტარები, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირიდან ყველაზე დიდი დახმარებას იღებს. როდესაც ის ამის საფუძვლებზე საუბრობდა, ერთერთ ფაქტორად ეკონომიკის განახლების გეგმის შემუშავება დაასახელა, რა პროცესშიც თვითონაც ჩართული იყო.

რატი იონათამიშვილმა კითხვით მიმართა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, ხომ არაფერი შეცვლილა ბიუჯეტის პროექტში სოციალური პაკეტის მიმართულებით.

„ბიუჯეტის ამ პროექტში ჩვენ თავიდანვე გათვალისწინებული გვქონდა, რომ პირველი ივლისიდან სოციალური პაკეტი უნდა გაზრდილიყო სამი მიმართულებით, ეს არის: 70 წლის ზევით მოქალაქეები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი მიზანმიმართული მანიპულაცია წავიკითხეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და გთხოვთ, განგვიმარტოთ, ხომ არაფერი შეცვლილა ამ კუთხით”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები