დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

ხვალ, დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსი იქნება.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 5 ოქტომბრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს.
2 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.
3 – 4 ოქტომბერს ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 1 – 2 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსი იქნება. 3 – 4 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია, იქროლებს ჩრდილო – დასავლეთის მიმართულების ქარი და +26, +28 გრადუსამდე დათბება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები