დასავლეთ აფრიკის ქვეყნები რეგიონში ტერორიზმთან საბრძოლველად 1 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

დასავლეთ აფრიკის ქვეყნები რეგიონში ტერორიზმთან საბრძოლველად 1 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. სააგენტო Magrib Arab Press-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის (ECOWAS) სამიტზე მიიღეს.
„დისკუსიების შედეგად საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ. სამიტმა დაამტკიცა გეგმა, რომლის თანახმადაც ტერორიზმთან საბრძოლველად 1 მილიარდი დოლარი იქნება მობილიზებული“, – განაცხადა ნიგერის პრეზიდენტმა მაჰამადუ ისუფუმ.
ფინანსური რესურსები ECOWAS-ის წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე და ერთობლივი ჯარის შექმნაზე იქნება მიმართული.
ECOWAS-ის სამიტში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების – ბურკინა-ფასოს, მავრიტანიის, მალის, ნიგერისა და ჩადის გარდა – საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგატები და დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.