“დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება და ამ მნიშვნელოვან ცვლილებას არანაირი პრობლემა არ შეექმნება”-კალაძე

“დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება და ამ მნიშვნელოვან ცვლილებას არანაირი პრობლემა არ შეექმნება”-კალაძე

“დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება და ამ მნიშვნელოვან ცვლილებას არანაირი პრობლემა არ შეექმნება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

„თქვენ იცით, კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ 2024 წლიდან გვექნება სრული პროპორციული საარჩევნო სისტემა და ვფიქრობ, ეს სიახლე 120/30 -ზე იქნება გარდამავალი, რათა უფრო კარგად მოვემზადოთ 2024 წლისთვის. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის განშტოებებს – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გამოდიან მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან. შესაბამისად, ცვლილება აუცილებლად მივა ბოლომდე. ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს პარლამენტში ამ ცვლილებას და იმ კონკრეტული ადამიანების გარეშეც, რომლებიც მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდიან, იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები