“დარწმუნებული ვარ, გახარიას მხარდამჭერების უმრავლესობა მეორე ტურში ჩვენს კანდიდატებს დაუჭერს მხარს”

“დარწმუნებული ვარ, გახარიას მხარდამჭერების უმრავლესობა მეორე ტურში ჩვენს კანდიდატებს დაუჭერს მხარს”

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მეორე ტურს ყველა საარჩევნო ოლქში მმართველი პარტია მოიგებს.
​კობახიძემ არჩევნებში გახარიას ფაქტორზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მისი მთავარი ფუნქცია მაინც არა მელიას მეორე ტურში გადაყვანა იყო, არამედ ის, რომ 43%-მდე ჩამოეყვანა „ქართული ოცნება“.

„ჩვენ ყველა საარჩევნო ოლქში მოვიგებთ არჩევნების მეორე ტურს. ეს ის მოცემულობაა, რაც გვაქვს. გახარიას პოზიციას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, საერთოდ, მის ფაქტორს აღარანაირი დატვირთვა აღარ აქვს ქართულ პოლიტიკაში. მან თავისი როლის შესრულება სცადა. გახარიამ ეს დავალება ვერ შეასრულა, შესაბამისად, ის არის აბსოლუტურად ფასდაკარგული ყველასთვის, მათ შორის, მისთვის დავალებების მიმცემებისთვის. რაც შეეხება 100 ათასზე მეტ ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მისცა გახარიას და მის პარტიას. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი შეაფასებენ მთელ მოცემულობაა. მათ შორის გაიხსენებენ იმისაც, რასაც ჩვენ ვამბობდით გახარიას დავალებასთან დაკავშირებით. აქედან დასკვნებს გამოიტანენ და დარწმუნებული ვარ, მათი უდიდესი უმრავლესობა მეორე ტურებში მხარს დაუჭერს სწორედ ჩვენს კანდიდატებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები