“დარწმუნებული ვარ, გახარიას ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას “ნაციონალურ მოძრაობას”

“დარწმუნებული ვარ, გახარიას ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას “ნაციონალურ მოძრაობას”

თბილისის მოქმედი მერის და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის კახა კალაძის შეფასებით, რომ არა გიორგი გახარიას კანდიდატურა, ის არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებდა.

თუმცა, კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ექსპრემიერის ამომრჩეველი მეორე ტურში “ნაციონალურ მოძრაობას” ხმას არ მისცემს.

ბევრ გარემოებაზე იყო დამოკიდებული, მათ შორის, შეიძლება ითქვას, რომ რომ არა მისი კანდიდატურა, შეიძლება ხმები, რომელიც მიიღო, ყოფილიყო ჩვენი ხმები. თუმცა, წინ მეორე ტურია. მე დარწმუნებული ვარ, მისი ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას “ნაციონალურ მოძრაობას”, არასდროს მისცემს ხმას წარსულს და ბოროტებას და კარგად ხედავენ რეალურად, რისი არჩევა გვიწევს – რასა და რას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება,”– აცხადებს კახა კალაძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები