დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა.

დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა.

დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ბაზარზე დასაქმების კუთხით, მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისობის პრობლემა არსებობს. მისივე თქმით, საქართველოში სამუშაო ადგილები ნამდვილად არის, მაგრამ კვალიფიციური კადრის ნაკლებობაა, რომლებიც დამსაქმებლის მოთხოვნებს უპასუხებენ.
დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ნებისმიერი უმაღლესი და პროფესიული კოლეჯი უნდა ინტერესდებოდეს, რა მოთხოვნა იქნება ბაზარზე სამომავლოდ.
“ბაზარზე დასაქმების კუთხით, მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისობის პრობლემა ისევ და ისევ არსებობს. საქართველოში არსებობს ისეთი შეხედულება, რომ თუ დიპლომი არ აქვს ადამიანს, იგი არ ითვლება სპეციალისტად, რაც მცდარია. პროფესიული განათლება გადამწყვეტი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, რადგან თავისუფალი სამუშაო ადგილები ადგილობრივი კადრით იყოს შევსებული.
საქართველოში ნამდვილად არის სამუშაო ადგილები და ამის მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ჩვენ ყოველდღე გვიკავშირდებიან მეწარმეები, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ შესაბამისი კადრები მრავლადაა, რომლებიც დამსაქმებლის მოთხოვნებს უპასუხებენ.
დიდი მოთხოვნაა, მაგრამ შესაბამისი მოწოდება არ არის აგრონომებთან, ტექნოლოგებთან დაკავშირებით, რაც სერიოზული პრობლემაა. ყველა დამსაქმებელს სურს, ადგილობრივი კადრი ჰყავდეს დასაქმებული.
მოგეხსენებათ, სხვადასხვა პროგრამა ხორციელდება, მაგრამ ჩვენი შრომის ბაზარი ვერ დახვდა მომზადებული. ერთიანი მიდგომით შესაძლებელი იქნება, მოთხოვნა და მიწოდება დავარეგულიროთ.
ნებისმიერი უმაღლესი და პროფესიული კოლეჯი უნდა ინტერესდებოდეს, რა მოთხოვნა იქნება ბაზარზე სამომავლოდ. ხარისხიც მნიშვნელოვანია და კვალიფიკაციაც. ვინც მხოლოდ დიპლომი აიღო და იმის იქით არაფერი იცის, ეს შედეგს ვერ მოგვცემს. წლების განმავლობაში მუდმივად იცვლება პროფესიების მოთხოვნილება და აქტუალურობა. მოჭარბებულად გვყავს დიპლომის მქონე ადამიანები”,- განაცხადა ელგუჯა მელაძემ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან მთავრობაში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესიც შეაფასა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურებში ამდენი ადამიანი იყოს დასაქმებული. მისივე თქმით, ვისაც სამსახურის დატოვება მოუწევს, საკმაოდ კვალიფიციური კადრია და მათ მიმართ დიდი მოთხოვნა იქნება ბაზარზე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები