“დამერწმუნეთ, ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგმება, გააზრებული იქნება ეპიდემიოლოგებთან“

“დამერწმუნეთ, ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგმება, გააზრებული იქნება ეპიდემიოლოგებთან“

“ჩვენი ვალდებულებაა, სწორად გადავდგათ ნაბიჯები, როგორც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე არჩევნების დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით ჩატარების თვალსაზრისით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ამ მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი ეპიდემიოლოგებთან ერთად იქნება გააზრებული.

„მსოფლიო უმძიმეს სენს ებრძვის და პანდემიის წინაშე დგას საქართველოც. ქვეყანა ამ გამოწვევას რეგიონსა და მსოფლიოში ყველაზე უფრო კარგად უმკლავდება. შემოდგომაზე ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ძალიან აქტიურები ვიყოთ და სწორად გადავდგათ ნაბიჯები, როგორც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე არჩევნები მაღალი დემოკრატიულობის ხარისხით ჩატარდეს. დამერწმუნეთ, ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგმება, გააზრებული იქნება ეპიდემიოლოგებთან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები