„დაგროვებითი საპენსიო სქემა საქართველოში კაპიტალის ბაზარს შექმნის, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე იმოქმედებს“

„დაგროვებითი საპენსიო სქემა საქართველოში კაპიტალის ბაზარს შექმნის, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე იმოქმედებს“

„დაგროვებითი საპენსიო სქემა საქართველოში კაპიტალის ბაზარს შექმნის, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე იმოქმედებს“, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომელმაც დეპუტატებს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით მოხსენება წარუდგინა.
ლევან სურგულაძე განმარტავს, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედებით კომერციული ბანკები კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის ექსკლუზიური კავშირის უფლებას დაკარგავენ.
მისივე თქმით, საპენსიო დანაზოგებით მეტი საინვესტიციო ინსტრუმენტი და თავისუფალი ფული შეიქმნება.
,,დღეს საქართველოში საინვესტიციო ინსტრუმენტების სიმცირეა იმიტომ, რომ არ არის საინვესტიციო კაპიტალი. აქ არის ლატენტური მოთხოვნა. საპენსიო დანაზოგები ქვეყანაში მასშტაბური კაპიტალის ბაზას, თავისუფალ ფულს გააჩენს, რომელიც იქნება გრძელვადიანი, მოქნილი და უფრო იაფი, ვიდრე – კომერციული ბანკები. დღეს კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის ექსკლუზიური კავშირის უფლება მხოლოდ კომერციულ ბანკებს აქვს. ახლა ამ მექანიზმისა და ამ ფულის საშუალებით შეიქმნება ალტერნატიული კავშირის საშუალება, რომელიც, სხვათა შორის, კომერციული ბანკების ფულის ფასზეც იმოქმედებს. ეს ფული და ეს კავშირი იქნება უფრო მრავალძარღოვანი. ერთი კრედიტოფიცერი კი არ გადაწყვეტს, ვის მისცეს ფული, არამედ ბაზარი დაარეგულირებს ამ ფულის მოძრაობას და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იმოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე”, – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები