“დაგეგმილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო მეტად გაძლიერება”

“დაგეგმილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო მეტად გაძლიერება”

დაგეგმილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა და უფლებები რომ ჰქონდეს და მგონი ეს ყველაფერი კარგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

მისი თქმით, ვის აქვს ილუზია, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვაში.

„დეტალებში არ მინდა შევიდე, პარლამენტს თავისი გეგმა, გრაფიკი და დღის წესრიგი აქვს. მე ვიცი, რომ თვის ბოლომდე პარლამენტი ცდილობს, ყველა მიმდინარე საკითხი დახუროს, შემდეგ, მოგეხსენებათ, არის არდადეგები, ვიდრე გაიხსნება საგაზაფხულო სესია. ალბათ, აქედან გამომდინარე არის ნაკარნახევი, დავარქვათ სიჩქარე. თუმცა, მე ამას სიჩქარეს ვერ დავარქმევდი. მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში – რაიმე უკანონოს აკეთებს ჩვენი პარლამენტი? პასუხი არის მარტივი – არა. შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობა, საპარლამენტო ცხოვრების, მუშაობის რეგლამენტი ითვალისწინებს მათ შორის დაჩქარებული წესით მიღებას ამა თუ იმ კანონ-პროექტის, მაშინ რატომ არა? კითხვა რაში მდგომარეობს თუ მეორე მხარეს არგუმენტი იქნება ის, რატომ არ მოხდა ამის განხილვა ოპოზიციის ჩართულობით და ა.შ, ვის აქვს ილუზია, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას კონსტრუქციულ რეჟიმში ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვაში. შესაბამისად, დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ ესა თუ ის რეფორმა ემსახურება სამსახურის გაჯანსაღებას, გაძლიერებას და მით უმეტეს, იდეაში, ეს ძალიან კარგად ვიცი, დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება. კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგია. პერსონალური ცალკე გამოიყოფა, ჩვენ არ ვაუქმებთ, ბუნებრივია და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური, კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მეტი უფლებებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები