„დადებითობის მაჩვენებელი ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლებია

„დადებითობის მაჩვენებელი ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლებია

„დადებითობის მაჩვენებელი ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლებია – 3,5%, ბოლო 7 დღეში – 4.7%, ბოლო 14 დღეში კი 5.8%“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სტაბილიზაციის თვალსაზრისით ბოლო 7 და 14 დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

„ზოგადად, იანვარში არის 8%, ბოლო 30 დღის განმავლობაში – 4%“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, პიკი იყო 20 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე, როდესაც ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მესამე გატესტილი იყო დადებითი.

ამირან გამყრელიძის თქმით, ინფექციის ცირკულაცია მცირდება, რასაც შენარჩუნება სჭირდება ფრთხილი ნაბიჯებით.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 669 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 637.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები