დაჩი ცაგურია – უგულავას მაგ გვირაბთან ბორკილებს უნდა ადებდნენ

დაჩი ცაგურია – უგულავას მაგ გვირაბთან ბორკილებს უნდა ადებდნენ

რკინიგზის დეპარტამენტის პიარის უფროსი დაჩი ცაგურია, „რუსთავი2“ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

„იქვე იმავე გვირაბთან ახლოსაა გლდანის ციხე, ხანგრძლივად უნდა ასვენებდნენ სწორედ ამ 200 მლიონზე მეტის გაფლანგვისთვისაც… პროექტი ყოველგვარ გონიერებას იყო მოკლებული, პროექტს არ ჰქონდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ყველა კვლევამ რომელიც ავტორიტეტულმა კომპანიებმა ჩაატარეს, აჩვენა რომ ასობით მილიონი იხარჯებოდა და მივიღებდით გაუარასებულ გამტარუნარიანობას, გაზრდილ საოპერაციო ხარჯებს, ქალაქის ცენტრიდან გაქრებოდა სამგზავრო სადგური და ა.შ. მოკლედ სია გრძელია, თან რა უნდა განმუხტულიყო არც მაგაზე ჩაუტარებია ვინმეს კვლევა… ერთი სიტყვით “ჩვენ რომ ვფლანგავდით ფულს უაზრო პროექტზე თქვენც ბოლომდე გაფლანგეთო” გვეუბნებიან… არა, ჩემო, გიგი უაზრობაში რაც თანხები გადაყარეთ კმარა, ეხლა მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე, როგორც იქნება ყველაზე უკეთესი ამ ქვეყნისთვის ისე დაიხარჯება ფული.“ – აცხადებს დაჩი ცაგურია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები