დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 87 წლის მეუღლე მოკლა

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 87 წლის მეუღლე მოკლა

თეთრიწყაროში 87 წლის ქლის მკვლელობის გამო ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მამაკაცმა მეუღლეს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.

„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, თეთრიწყაროში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს – 1933 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები