ჩვეულებრივი მოვლენაა, დიდი ერთობის შიგნით (ქართულ ოცნებაში) ჩამოყალიბდეს მტკიცე ერთობა, ფრაქციის სახით-გუგული მაღრაძე

ჩვეულებრივი მოვლენაა, დიდი ერთობის შიგნით (ქართულ ოცნებაში) ჩამოყალიბდეს მტკიცე ერთობა, ფრაქციის სახით-გუგული მაღრაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გუგული მაღრაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტში ფრაქციების ჩამოყალიბების თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ ჩვეულებრივი მოვლენაა, დიდი ერთობის შიგნით (ქართულ ოცნებაში) ჩამოყალიბდეს მტკიცე ერთობა, ფრაქციის სახით.
მისივე თქმით, ფრაქციას განსაკუთრებული ხარჯები არ ექნება.
“ფრაქციის შექმნაზე როცაა საუბარი, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ პარტიული სიით გასულ დეპუტატებს არ აქვთ ფრაქციის შექმნის საშუალება, ერთადერთი მათი უფლებაა გავიდნენ ფრაქციიდან და იყვნენ დამოუკიდებელი დეპუტატები. ამიტომ, როდესაც პროპორციული სიით გასულ ადამიანებს მიაწერენ რაღაც ფრაქციებს, უნდა იცოდნენ, რომ ასეთი რამ ჩვენი კანონმდებლობით არ არის ნებადართული.
რაც შეეხება იმ ფრაქციებს, რომლებიც იქმნება პარლამენტში, ორივე იქნება მაჟორიტარებით დაკომპლექტებული და ეს ჩემთვის ძალიან ნორმალური მოვლენაა, დიდი ერთობის შიგნით, შეიძლება ჩამოყალიბდეს მტკიცე ერთობა, ფრაქციის სახით.
ხოლო რაც შეეხება ამისთვის განკუთვნილ ხარჯებს, პარლამენტი, გამოყოფილი ბიუჯეტიდან, დაახლოებით 2 მილიონის ეკონომიას აკეთებს ყოველწლიურად, ამიტომ განსაკუთრებული ხარჯები არ ექნება ფრაქციასაც”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გუგული მაღრაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც მან აღნიშნა, ფრაქციებზე საუბარი ყოველთვის იყო “ქართული ოცნების” წიაღში. ხოლო რაც შეეხება გუნდში გარკვეულ ცვლილებებს, გუგული მაღრაძე ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრი ყველანაირად აკმაყოფილებს საზოგადოების მოლოდინს, ამიტომ ის რაიმე საფუძველს ვერ ხედავს, რომ ცვლილება მოხდეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები