“ჩვენთვის მნიშვნელოვანია შერიგება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მწვალებლებს ეპატიოთ დანაშაული და გარეთ გამოვუშვათ”

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია შერიგება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მწვალებლებს ეპატიოთ დანაშაული და გარეთ გამოვუშვათ”

“შერიგებისა და შემორიგებისთვის ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის, 2012 წელს კოჰაბიტაციის ნაწილით, რომელიც იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციით და გვერდში დგომით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, შერიგება არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ დამნაშავეს დანაშაული ეპატიოს.

პრეზიდენტის ინიციატივა მისასალმებელია და კეთილშობილურია, ამაღლებულია, ქართველისთვის, ქრისტიანისთვის ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, შერიგებისა და შემორიგებისთვის ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის,  2012 წელს კოჰაბიტაციის ნაწილით, რომელიც იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციითა და გვერდში დგომით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შერიგება არ ნიშნავდეს, რომ ადამიანებს, ვინც აწამებდნენ, კლავდნენ, ატერორებდნენ ბიზნესს, ახალგაზრებს ხოცავდნენ, მივუტევოთ და ციხიდან გამოვუშვათ. თუ ამას გულისხმობს, ეს მიუღებელია, როგორც ჩემთვის, რიგითი პოლიტიკოსისთვის, ასევე გუნდისთვისაც. “ნაცმოძრაობას” ასე ესმის, რომ პატიმარ სააკაშვილს მივუტევოთ და გარეთ გამოუშვათ. ეს არ არის სწორი დეფინიცია, თუ შერიგება არ დგას სამართლიანობაზე, ის ფუჭია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შერიგება, გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ მწვალებლებს ეპატიოთ დანაშაული და გარეთ გამოვუშვათ”, – განაცხადა ზარქუამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები