“ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ქრისტეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ”

“ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ქრისტეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობასა და ნათლისღებას ულოცავს.

„ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ქრისტეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ მრავალსაუკუნოვან, ძმობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ისტორიას ჩვენი ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა განაპირობებს, რაც, მჯერა, მომავალშიც ასე იქნება. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულსა და წარმატებას“, – აღნიშნულია მთავრობის მეთაურის მილოცვის წერილში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები