“ჩვენს მიმართ აგერსიულად განწყობილი იყო ნიკა მელიაც” – ოპოზიციის აქცია და ძალადობა ტელეკომპანია “იმედის” გადამღებ ჯგუფზე

“ჩვენს მიმართ აგერსიულად განწყობილი იყო ნიკა მელიაც” – ოპოზიციის აქცია და ძალადობა ტელეკომპანია “იმედის” გადამღებ ჯგუფზე

გუშინ, საპროტესტო მანიფესტაციის მსვლელობისას „ნაციონალური მოძრაობის“ სამიზნე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფიც აღმოჩნდა, რომლთაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. რთული ვითარება იყო, როგორც თელავში, ისე გურჯაანში. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი პირდაპირი ეთერის დროს „იმედის“ კამერას ხელითაც შეეხო, მათ ტელკომპანიის ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დასარტყმელადაც გაიწიეს.

მომხდარზე „იმედთან“  არხის ჟურნალისტმა ნანუკა ქაჯაიამ ისაუბრა, რომელმაც გაიხსენა თუ რა აგრესიის გადატანა მოუხდათ გუშინდელ აქციაზე.

 „პირდაპირი ეთერის რეჟიმში ვმუშაობდით და ვყვებოდით იმას, რაც ხდებოდა რეალურად. სამართალდამცველებს უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები და იყო დაძაბული ვითარება – სწორედ ამას აღვეწრდი ეთერში, როცა აქციის მონაწილეები მომივარდნენ, მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დააზიანეს ჩვენი ტექნიკაც. მინდა აღვინიშნო ისიც, რომ არამხოლოდ აქციის მონაწილეები, ჩვენს მიმართ აგერსიულად განწყობილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელიაც  იყო, ამასთან ის ჩვენს კითხვებს არ პასუხობდა“ ,  – განაცხადა ნანუკა ქაჯაიამ “იმედთან” საუბრისას.

დაპირისპირების დეტალები გაიხსენა „იმედის“ ოპერატორმაც:

„გარკვეული პერიოდი ეთერში ვიმუშავეთ ხარვეზებით, რადგან ვიღაცამ უკნიდან ხმის კაბელი გამოგლიჯა…  ყველაზე საოცარი რაც იყო, მე მაბრალებდნენ, რომ შენ თვითონ გამოგლიჯე და შენს აპარატურას ზიანი თავად მიაყენეო“, – აცხადებს „იმედის“ ოპერატორი, დავით თევზაძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები