“ჩვენი თხოვნაა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტოს”

“ჩვენი თხოვნაა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტოს”

ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად პარლამენტის შენობაში „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მივიდა.

“უმრავლესობის წევრები არიან ღრმად შეწუხებულები ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობით და ჩვენი საჯარო თხოვნაა, მან შეწყვიტოს შიმშილობა”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ ხოშტარიასთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, ელენე ხოშტარიასთან შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მოსაზრებები გაცვალეს და არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის სხვადასხვა ვერსიებზე ისაუბრეს.

“უამრავი მსურველია მისი მონახულების, თუმცა იმ მიზეზების გამო, ერთი არის კოვიდი და ამის გარდა, არ გვინდა ზედმეტად შევაწუხოთ ელენე ხოშტარია, ამის გამო, სამწუხაროდ, ბევრი დეპუტატი, უმრავლესობის წევრი, ვერ ახერხებს მის მონახულებას.

კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ჩვენი დეპუტატი უმრავლესობის წევრები არიან ღრმად შეწუხებული იმ მდგომარეობით, რაც არის და ჩვენი საჯარო თხოვნაა, მან შეწყვიტოს შიმშილობა. რა თქმა უნდა, ეს არის მისი უფლება და მისი გადასაწყვეტი..

დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია, მოსაზრებები, რაც ამ პროცესებს უკავშირდება. ჩვენი თხოვნა არის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები