ჩვენი შიდა კვლევებით, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს – კობახიძე

ჩვენი შიდა კვლევებით, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს – კობახიძე

ჩვენ არც ერთხელ არ გვიკადრებია საზოგადოებისთვის ჩვენი შიდა კვლევების გამოტანა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა – ჩვენც გვაქვს ჩვენი შიდა კვლევები და ზუსტად ამ კვლევებზე დაყრდნობით ვაცხადებ, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “რუსთავი 2“-ის დაკვეთით, „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებულ კვლევას.

“ყველა პარტია ატარებს თავის შიდა კვლევებს. ჩვენც გვაქვს ჩვენი შიდა კვლევები და ზუსტად ამ კვლევებზე დაყრდნობით ვაცხადებ, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს, რაც არავისთვის არ არის სიურპრიზი. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მან შეიძლება ამ არჩევნებში მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს. ეს არის რეალობა. ჩვენ არც ერთხელ არ გვიკადრებია საზოგადოებისთვის ჩვენი შიდა კვლევების გამოტანა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა. ეს არის რეალური სურათი. სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს, რაც საზოგადოებასთვის არ არის გასაკვირი. ბოლოდროინდელი ტენდენციაა, რომ გრიგოლ ვაშაძე მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები