“ჩვენი საქმიანობა იქნება დაფუძნებული 4 ძირითად ღირებულებაზე, ეს არის: პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, დამოუკიდებლობა და საჯაროობა”-ირაკლი მექვაბიშვილი

ჩვენი საქმიანობის აქცენტი უნდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აუდიტის სამსახური მისი ხელმძღვანელობით გახდება უფრო ეფექტური, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი.
“ჩვენი საქმიანობა იქნება დაფუძნებული 4 ძირითად ღირებულებაზე, ეს არის: პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, დამოუკიდებლობა და საჯაროობა. გაძლიერდება აუდიტის სამსახურის ტექნოლოგიური ბაზა. ჩვენი საქმიანობის აქცენტი მინდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო. თუმცა, თუ რაიმე გადახვევა იქნება კანონთან, ამას მყისიერი რეაგირება მოჰყვება. ჩვენი მუშაობა დონორ და პარტნიორ ქვეყნებთან რამდენადაც შესაძლებელი იქნება გაძლიერდება. განსაკუთრებულად აქცენტს გავაკეთებთ ეფექტიანობის ამაღლებაზე, ვინაიდან მნიშვნელოვანია ყველამ ვიცოდეთ როგორ ნაწილდება გადასახადების გადამხდელებისგან მოზიდული თანხები“, – განაცხადა მექვაბიშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტთან თანამშრომლობის ეფექტიანობა გაიზრდება.
“ჩვენი მუშაობა გაცილებით ეფექტური იქნება პარლამენტთან, ერთობლივად შევიმუშავებთ ისეთ მექანიზმებს, რომ ჩვენი დასკვნების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების კოეფიციენტი რამდენადაც შესაძლებელი იქნება ამაღლდეს”,- განაცხადა მექვაბიშვილმა.
მსგავსი სიახლეები

თამარ ჩუგოშვილი, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას სკანდალურ ჩანაწერთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
წულუკიანი-„ჩვენი პრიორიტეტები იყო და მომავალშიც იქნება ის, რაც სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე თუ ქვეყნის შიგნით აძლიერებს
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და მედია დაესწრება-გიორგი ალიბეგაშვილი
