„ჩვენი საპასუხო სტრატეგია არის დოლარიზაციის შემცირება და მთავარი მანდატი არის ინფლაცია“- მურთაზ კიკორია

„ჩვენი საპასუხო სტრატეგია არის დოლარიზაციის შემცირება და მთავარი მანდატი არის ინფლაცია“- მურთაზ კიკორია

„ჩვენი საპასუხო სტრატეგია არის დოლარიზაციის შემცირება და მთავარი მანდატი არის ინფლაცია“, -ამის შესახებ დღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები არ არის საფუძველი იმისა, რომ ლარის კურსის ასეთი რყევა არსებობდეს.
მისი შეფასებით, კურსის ვარდნა მოლოდინებს უკავშირდება.
“ჩვენ არ ვთვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში არის რაიმე ისეთი სერიოზული ფაქტორი, რომ ასეთ რყევას იწვევდეს. სამწუხაროდ, ლარს ასეთი რყევები ახასიათებს. ამაზე ჩვენი საპასუხო სტრატეგია არის დოლარიზაციის შემცირება. ჩვენი მთავარი მანდატი არის ინფლაცია. შესაბამიასდ, დაბალი ინფლაციისა და უცხოურ ვალუტაში სესხების არარსებობის პირობებში, ლარის რყევა მოსახლეობაზე ნაკლებად აისახება“, – განაცხადა მურთაზ კიკორიამ.
ცნობისათვის, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6855 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6855 ლარი შეადგინა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები