“ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასთან”

“ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასთან”

„ნამახვანჰესი“ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ჩვენმა ქართველმა მეცნიერებმა ამ ჰესზე მუშაობა წლების წინ არის დაიწყეს და ის აჟიოტაჟი და ხმაური, რაც დაწყებულია, აბსოლუტურად გაუგებარია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უნდა გაიმიჯნონ ამ პროცესსა და პროტესტში ჩართული გულწრფელი მოქალაქეები და მეორეს მხრივ, პოლიტიკურად ანგაჟირებული და უცხო სახელმწიფოების მხრიდან ინსპირირებული ადამიანები.

„დღეს ჩვენ ვხედავთ გამოკვეთილ ნიშნებს ჰიბრიდული, ენერგეტიკული ომის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, უშუალოდ კაშხლის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე და გადამოწმდება ყველა პირობები.

„კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოს გარემოს ზემოქმედების ეფექტი. რიონის ხეობის განვითარებისთვის შეიქმნება ამ ეტაპზე 5-მილიონიანი ფონდი. ამ კომპანიას კომპენსაციებში 30 მილიონი უკვე გადახდილი აქვს. ამას გარდა, კომპანია 840 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს „ნამახვანჰესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები