„ჩვენი პოლიტიკით შევძელით, რომ, ძირითადად, ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისკენ“

„ჩვენი პოლიტიკით შევძელით, რომ, ძირითადად, ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისკენ“

„ჩვენი პოლიტიკით შევძელით, რომ, ძირითადად, ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისკენ“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლევან იზორიამ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტებზე ისაუბრა, რაზეც მიმართულია ბიუჯეტი – ქვედანაყოფების დაკომპლექტება, აღჭურვა, წვრთნა და შენარჩუნება. „თუ ბიუჯეტის 2/3 იყო სოციალური, პერსონალური ხარჯებისთვის გათვალისწინებული, ჩვენ პრინციპული რეფორმების შედეგად, შევძელით ის, რომ დღეს თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი მიმართულია ძირითადი შეიარაღების შესყიდვისკენ, თავდაცვის მზადყოფნის ამაღლებისკენ. მინდა გითხრათ, თუ რა კომპონენტებია მნიშვნელოვანი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, ეს არის: ქვედანაყოფების დაკომპლექტება, აღჭურვა, მუდმივი წვრთნა და ამ ყველაფრის შენარჩუნება, ანუ ინტიტუციური მექანიზმების შექმნა“, – აღნიშნა მინისტრმა. მისივე შეფასებით, ბიუჯეტის განაწილება ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად ხდება. „დღეს ბიუჯეტის მართვა არის, სწორედ, გონივრული განაწილება და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოება. ნატო-ს სტანდარტის მიხედვით, პერსონალურ და სოციალურ ხარჯებზე ბიუჯეტი 55%-ის ფარგლებშია. წელს ჩვენ, ამ მიმართულებით, 48% გვაქვს. შეიარაღების მიმართულებით გადავაჭარბეთ ნატო-ს სტანდარტს და გვაქვს 24%, რაც ხაზგასმით აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. მისი განცხადებით, საქართველო უკვე აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც, ფინანსური კუთხით, დღეს ნატოს-თვის მთავარი სტანდარტია. საქართველო ხარჯავს დღეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვის ბიუჯეტისთვის, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გონივრულად ხარჯავს ამ 2%- ის ფარგლებში ფინანსებს, იმისთვის, რომ საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები