ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდები, რომ მათ შექმნან და განავითარონ საკუთარი ბიზნესი-დიმიტრი ქუმსიშვილი

ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდები, რომ მათ შექმნან და განავითარონ საკუთარი ბიზნესი-დიმიტრი ქუმსიშვილი

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდები, რომ მათ შექმნან და განავითარონ საკუთარი ბიზნესი,  დაასაქმონ საკუთარი თავი და შემდგომში სხვები“ – ამის შესახებ პირველმა ვიცეპრემიერმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ახალგაზრდების ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ჩართულობას ეხებოდა.

„ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული რეგიონებში ინოვაციური ცენტრების გახსნა, ამავე დროს, პროფესიული განათლების განვითარების კვალდაკვალ, რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნა. ვითანამშრომლებთ ყველა ინიციატორთან ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების სტარტაპების წახალისება და შესაბამისად, უნივერსიტეტებიდან და  პროფესიული განათლებიდან იმ კადრების მიღება,  რომლებიც ბაზარზეა მოთხოვნადი “ – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

გუშინ საქართველოს პარლამენტმა 103 ხმით 17-ის წინააღმდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები