ჩვენი მიზანი გახლავთ საპოლიციო სერვისების კიდევ უფრო განვითარება-გიორგი გახარია

ჩვენი მიზანი გახლავთ საპოლიციო სერვისების კიდევ უფრო განვითარება-გიორგი გახარია

„ჩვენი მიზანი გახლავთ საპოლიციო სერვისების კიდევ უფრო განვითარება, რამეთუ, ჩვენს მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის, კავშირი იყოს უფრო ეფექტური, ნდობა – კიდევ უფრო მაღალი და მართლწესრიგი მაღალი ხარისხის – ამის შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„დღეს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დღე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ბევრ რეფორმას ვატარებთ როგორც პოლიციაში, ასევე, ქალაქში და ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი გვინდა წარმოგიდგინოთ დღეს – ეს არის პრეზენტაცია პროგრამული უზრუნველყოფის, რომელიც უფრო დახვეწილ, ღირსეულ და ხარისხიან სერვისს მიაწვდის თითოეულ ჩვენ მოქალაქეს. ეს სერვისი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რამეთუ ის მარტივად და ეფექტურად აკავშირებს 112-ის სერვისს, საპატრულო პოლიციას, თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრს. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი, რამეთუ, თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან უნდა ვიყოთ ეფექტურად და ძალზე სწრაფად ახლოს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას სჭირდება დახმარება. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ გავმართეთ 112-ის ახალი აპლიკაციის პრეზენტაცია, რომელიც ასევე მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი პოლიცია იყოს ძალიან ახლოს მოქალაქესთან და დღეს კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ წინ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე, უახლოეს პერიოდში გეგმავს ერთიანი სივრცის – ინტეგრირებული პლატფორმის პრეზენტაციას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი პროექტი წარადგინეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის საშუალებით, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრთან კოორდინაციით, 112-ში შესული შეტყობინებისთანავე, ოპერატორი შეძლებს ელექტრონული კომუნიკაციის გზით, მყისიერად გადასცეს საჭირო დეტალური ინფორმაცია თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადებსა და პატრულ-ინსპექტორებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები