‘ჩვენი გუნდის წევრებს არავინ ზოგავს. სუბელიანი მაღალჩინოსანი იყო, მაგრამ დღეს ციხეშია – ბიძინა ივანიშვილი

‘ჩვენი გუნდის წევრებს არავინ ზოგავს. სუბელიანი მაღალჩინოსანი იყო, მაგრამ დღეს ციხეშია – ბიძინა ივანიშვილი

”ჩვენი გუნდის წევრებს არავინ ზოგავს. სუბელიანი მაღალჩინოსანი იყო, მაგრამ დღეს ციხეშია”, – ასე უპასუხა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის, ირაკლი ჩიხლაძის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც კორუფციას შეეხებოდა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

“პრობლემები შეიძლება იყოს მთავრობაში და ყველა შტოში. ჩვენი გუნდის წევრებს არავინ ზოგავს. სუბელიანი მაღალჩინოსანი იყო, მაგრამ დღეს ციხეშია. არ უნდა მოხდეს დანაშაულის თუ კორუფციის ზრდა, ოღონდ, ჟურნალისტმა უნდა მოიყვანოს ნამდვილი ფაქტები, რასაც არ ცდილობს “რუსთავი 2. განსხვავებული აზრი არ ისმის ამ ტელევიზიიდან. ეკონომიკაში ტემპი მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი. ნაცმოძრაობა დავით აღმაშენებელსაც კი ედრებოდა. ნახეთ მაგალითები, ორჯერ მეტს ვაშენებთ – გზები, ხიდები, რაც გინდათ დაასახელეთ. იდეალური მთავრობა მსოფლიოში არ არის. მაგრამ, ვის დავუჯეროთ, “რუსთავი 2”-ს? ქუმსიშვილი-ალავიძე პროკურატურაში იყვნენ. ეჭვებს და მინიშნებებს გამოძიება სჭირდება და არა “რუსთავი 2″”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი სამი ტელეკომპანიის წარმომადგენელს ხვდება და მათ შეკითხვებს პასუხობს. ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს აძლევს ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს დიანა ტრაპაიძეს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს ეკა კვესიტაძესა და ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს ირაკლი ჩიხლაძეს. შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარეობს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები