ჩვენი დროის გმირის ოჯახს მუდამ ეცოდინება, რომ არასდროს მივატოვებთ -ნინო გიორგობიანი

ჩვენი დროის გმირის ოჯახს მუდამ ეცოდინება, რომ არასდროს მივატოვებთ -ნინო გიორგობიანი

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა.

ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“ვიცი, ბევრს გაგახარებთ, თანაც ბარბარობა დღეს. ჩვენი გმირი სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადავეცით. გოლაშვილების ოჯახი დღეიდან ახალ ბინაში იცხოვრებს, რომელიც მათთვის ფონდმა “ქართუმ” შეიძინა. ჩვენ კი, ყოველთვის გვემახსოვრება ივანე გოლაშვილი და მისი თავგანწირვა. ჩვენი დროის გმირის ოჯახს კიდევ ერთხელ ვეუბნებით მადლობას, მათ მუდამ ეცოდინებათ, რომ არასდროს მივატოვებთ”,- წერს ნინო გიორგობიანი.

ვიცი, ბევრს გაგახარებთ, თანაც ბარბარობა დღეს. ჩვენი გმირი სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადავე…

Geplaatst door Nino Giorgobiani op zondag 17 december 2017

 

წყარო:primetime.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები