„ჩვენი ამოცანაა, რომ მიმდინარე სესიის ბოლომდე, ანუ ივნისის ბოლომდე, დავასრულოთ უკვე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება”-ირაკლი კობახიძე

„ჩვენი ამოცანაა, რომ მიმდინარე სესიის ბოლომდე, ანუ ივნისის ბოლომდე, დავასრულოთ უკვე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, გარკვეული განაცხადი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადებში მომზადდება და იქნება მიღებული კანონპროექტი – უკვე გაკეთებულია.
„ჩვენ გავაკეთეთ უკვე გარკვეული განაცხადი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადებში მომზადდება შესაბამისი კანონპროექტი და რა ვადებში იქნება მიღებული ეს კანონპროექტი, რომელიც უკავშირდება ნარკოპოლიტიკას. ჩვენი ამოცანაა, რომ მიმდინარე სესიის ბოლომდე, ანუ ივნისის ბოლომდე, დავასრულოთ უკვე კანონპროექტის მიღება. ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოესი ორი კვირის ვადაში უნდა მომზადდეს შესაბამისი კანონპროექტი”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება მმართველ გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის შიგნით, მოსაზრებებზე შეჯერებაზე აქტიური მუშაობა დაიწყება და პრინციპებზე, მმართველი გუნდი, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა შეჯერდეს.
„მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ პირველ რიგში, უმრავლესობის შიგნით მოსაზრებების შეჯერება, შესაბამისად, დავიწყებთ ამაზე აქტიურად მუშაობას და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა შევჯერდეთ ჩვენ აუცილებლად პრინციპებზე-ეს არის ამოცანა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ რეალისტური ამოცანა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები

ადამიანი, მისი უფლებების დაცვა, ადამიანის ღირსების დაცვა არის ჩვენი პოლიტიკის უმთავრესი მიზანი-ირაკლი კობახიძე
თამარ ჩუგოშვილი-ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი სიმართლეს არ შეეფერებოდა, არასწორი ინფორმაციის გაჟღერება მოხდა გუშინ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, პარლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში განიხილავს.
