„ჩვენი ამოცანაა გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, სრულად აღმოვფხვრათ სიღარიბე საქართველოში“

„ჩვენი ამოცანაა გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, სრულად აღმოვფხვრათ სიღარიბე საქართველოში“

ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში დღემდე რჩება. კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდის ამოცანა მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის აღმოფხვრაა.
მისი თქმით, მთავარ მიზნად რჩება ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრობა, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება.
„გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმ ფუნდამენტური წინსვლის მიუხედავად, რომელიც საქართველომ გასული 6 წლის განმავლობაში განიცადა, რა თქმა უნდა, რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილნი. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის ის სირთულეები, რომლებიც დღეს აქტუალურია ქვეყანაში. ჩვენი ამოცანაა განვავითაროთ ეკონომიკა და გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, სრულად აღმოვფხვრათ სიღარიბე საქართველოში; ჩვენი ამოცანაა ადამიანებს მივცეთ თვითრეალიზების უკეთესი შესაძლებლობები და ვიზრუნოთ საზოგადოების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებასა და გაძლიერებაზე;
ჩვენი ამოცანაა კიდევ უფრო განვამტკიცოთ პარტნიორობა მეგობარ ქვეყნებთან, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი;
ჩვენი ამოცანაა გადავდგათ თანმიმდევრული ნაბიჯები, რათა, დავიბრუნოთ აფხაზეთი და ცხინვალის მხარე, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები