“ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციასაც”

“ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციასაც”

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აიღოს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას, იმიტომ, რომ ისიც პოლიტიკის ნაწილია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო კამპანიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

“ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა იმისა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია, დღეს ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და მივიღოთ მაღალი შეფასებები, როგორც ეს ხდებოდა წინა არჩევნების პირობებში,“ – აღნიშნა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები