“ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება და დასრულდება ყველაფერი”

“ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება და დასრულდება ყველაფერი”

ბრძოლა იწყება აქ და ახლა. ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება და დასრულდება ყველაფერი. მსგავსი ტიპის პროტესტი რამდენიმე ათწლეულია, ალბათ არ ახსოვს ჩვენს საზოგადოებას, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი აქციის არის მაჩვენებელი იმისა, რომ საზოგადოება კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა ამ ბრძოლაში.

„ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელი ვართ, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ არასდროს გვქონია ილუზია, რომ ერთი შეკრებით ყველა პრობლემა გადაწყდებოდა, რაც საზოგადოებას აქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ განწყობილი ვიყოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პრობლემის უცებ გადაწყვეტა შეიძლება, ვერ მოხდეს. მუდმივად აპელირებენ სოციალურ მედიაში და ტელესივრცეებში, რომ ჩვენ გვაქვს პარტიული მიზნები და ა.შ. ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლაში ისედაც ვართ, პოლიტიკური ბრძოლაა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ეს ბრძოლა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. თუმცა, რატომ არ ვთვლით პარტიული დღის წესრიგით ბრძოლას საჭიროდ და რატომ მიგვაჩნია, რომ იმ დღის წესრიგს არ შეუძლია გადაგვიწყვიტოს ეს პრობლემა. პირველ რიგში იმიტომ, რომ არის დამანაწევრებელი იმ ერთობის, რაც ჩვენს წინაშე დგას. ადამიანები არიან სხვადასხვა პარტიული კუთვნილების, ამიტომ ჩვენ რომ ეს ვარკვიოთ, ვინ ვის ჯობია, ვინ უკეთესია, სწორი არ იქნება. ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთსაქმეზე“, – განაცხადა გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანმა ისიც განმარტა, რატომ არ სურთ პროტესტის მონაწილეებს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან ერთად გამართონ აქცია.

„ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ სისტემა, რომელზეც ის დგას, შეირყევა იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ხალხის ნების აღმსრულებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, კონკრეტულად იმ სკამზე ვინ ზის დღეს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არის თუ არა ის ხალხის ნების გამტარი, ეროვნული ინტერესების მატარებელი. თუ ისინი არ გაითვალისწინებს ხალხის სიმრავლეს, საზოგადოების დაკვეთას, ხალხის მოთხოვნას, არ იქნება ეროვნული ინტერესების მატარებელი, ჩვენ კი არ გადავაგდებთ ამ ხელისუფლებას, თვითონვე მოარყევს ის თავის თავს და მას მოარყევს ჩვენი სიმრავლე, რადგან ნათელია ყველაფერი. ხელისგულზე დევს ხელისუფლების მოქმედება, რამდენად უსამართლოა“, – განაცხადა გოლეთიანმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები