“ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯებს და გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც არის გაცემული ჩვენს დასკვნაში. ჯამში, 32 რეკომენდაციაა”-სერგი კაპანაძე

“ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯებს და გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც არის გაცემული ჩვენს დასკვნაში. ჯამში, 32 რეკომენდაციაა”-სერგი კაპანაძე

“ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯებს და გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც არის გაცემული ჩვენს დასკვნაში. ჯამში, 32 რეკომენდაციაა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნა ძალაშია და ახლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, დასკვნის შესრულებით, რამდენად უპასუხებს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს.
„რაც იყო შესაძლებელი, კომისიამ დაადგინა და გამოკვეთა. ის მანდატი, რომელიც გვქონდა, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დაგვედგინა ამ საქმეზე, შეასრულა. ეს დასკვნა უკვე არის მიღებული კომისიის მხრიდან და უკვე არის ძალაში. შესაბამისად, ეს დასკვნა უკვე არის შესასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება შეასრულებს თუ არა ამ დასკვნას, იმეტყველებს პირდაპირ იმაზე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა პირველ დეკემბერს. დასკვნას მეტი აღარანაირი ლეგიტიმაცია აღარ სჭირდება. ის იქნება წარდგენილი ბიუროსთვის და პარლამენტის სესიისთვის უახლოეს ხანში. ბიუროს გაეგზავნება დღეს და უახლოეს სესიაზე იქნება განხილული. იქნება ასევე, პოლიტიკური დისკუსია, მაგრამ დასკვნა არის მიღებული, არის ერთი დასკვნა და არის ძალაში.
ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯებს და გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც არის გაცემული ჩვენს დასკვნაში. ჯამში, 32 რეკომენდაციაა. ველოდებით, რომ მათ შეასრულებს და ამგვარად უპასუხებს როგორც საზოგადოებას და იმ მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებას გაუჩდა, ისე დაზარალებულების ოჯახებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნაში საუბარია შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. ასევე, დასკვნის თანახმად, უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში იყვნენ ჩართულნი. საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დასკვნაში ასევე არის მოთხოვნა, დაიწყოს სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ, დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის მიმართულებით, ასევე, მირზა სუბელიანის მიმართ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები