ჩვენ ვაფინანსებთ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პატარებს, მათ რეაბილიტაციას-კახა კალაძე

ჩვენ ვაფინანსებთ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პატარებს, მათ რეაბილიტაციას-კახა კალაძე

„ჩვენ ვაფინანსებთ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პატარებს, მათ რეაბილიტაციას, მაგრამ რამდენადაც ვიცი, არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრების პრობლემა – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ბიუჯეტიდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციისთვის თანხები გამოყოფილია.
„ჩვენ ვაფინანსებთ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პატარებს, მათ რეაბილიტაციას, მაგრამ რამდენადაც ვიცი, არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრების პრობლემა. სამწუხაროდ, ასეთი ბავშვი ბევრია, ვისაც რეაბილიტაცია ესაჭიროება. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, თანხები გამოყოფილია და ბიუჯეტში გათვალისწინებული. უბრალოდ, არსებობს ცენტრების პრობლემა, ეს არ არის მერიის პრობლემა. გავეცნობით მათ პრობლემების და შეძლებისდაგვარად დავეხმარებით. ცენტრები არის კერძო და როგორც ჩანს, არ არის საკმარისი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ევროპული საქართველო“ დედაქალაქის მერიას ინიციატივით მიმართავს და მოუწოდებს, გაზარდოს საბიუჯეტო დაფინანსება აღნიშნულ მიმართულებაზე, რათა მასში შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა ბავშვი ჩაერთოს.
როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველო – თბილისის“ წევრმა დავით ჟღენტმა განაცხადა, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 100-ზე მეტი ბავშვია მომლოდინეთა რეჟიმში და მათი პრობლემის გადაწყვეტა მერიამ უნდა შეძლოს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები