„ჩვენ ვამკაცრებთ როგორც მოთხოვნებს როგორც გაზის სადისტრიბუციო კომპანიებისა და გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა – მონტაჟში დაკავებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, ასევე უნდა გაიზარდოს მომხმარებელთა პასუხისმგებლობაც”

„ჩვენ ვამკაცრებთ როგორც მოთხოვნებს როგორც გაზის სადისტრიბუციო კომპანიებისა და გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა – მონტაჟში დაკავებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, ასევე უნდა გაიზარდოს მომხმარებელთა პასუხისმგებლობაც”

„ჩვენ ვამკაცრებთ როგორც მოთხოვნებს როგორც გაზის სადისტრიბუციო კომპანიებისა და გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა – მონტაჟში დაკავებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, ასევე უნდა გაიზარდოს მომხმარებელთა პასუხისმგებლობაც”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრაზე გაზის ინფრასტრუქტურაში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს, სადაც მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ინსპექციის გენერალური დირექტორი გრიგოლ კაკაურიძე, სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ხარებავა, სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები გია არაბიძე, შოთა მესტვირიშვილი, ნოდარ ქევხიშვილი, ევტიხი მაჭავარიანი, დიმიტრი კუჭუხიძე, აგრეთვე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელი თემურ გოჩიტაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
აღინიშნა, რომ გაზის გამანაწილებელ და ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამების ამოქმედებას. ითქვა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თავისი ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსებით შეუძლია გადამზადების პროგრამების ამოქმედება და გაზის კომპანიებში იმ პერსონალის გადამზადება, რომელთაც უშუალოდ აქვთ შეხება გაზის ინფრასტრუქტურასთან და მოწყობილობებთან. გარდა ამისა, გამოითქვა მოსაზრება, რომ გაზის სადისტრიბუციო კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შესახებ, რომელთა გამოყენებაც მინიმუმამდე შეამცირებს ავარიებისა და უბედური შემთხვევების რაოდენობას.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ნათია თურნავამ გაამახვილა ყურადღება, იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების სერტიფიცირებაა, რომლებიც დაკავებულნი არიან გაზის მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცვლილებები კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში, რომლებიც გაზის მოხმარების წესების გამკაცრებას ითვალისწინებს, უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი განსახილველად.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები