ჩვენ ვაკეთებთ ხალხისთვის, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას ჭავჭავაძის გამზირზე დასადგამი ერთი სკამის ღირებულებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვაკეთებთ ხალხისთვის, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას ჭავჭავაძის გამზირზე დასადგამი ერთი სკამის ღირებულებასთან დაკავშირებით.

კითხვები დაუსვით მიხეილ სააკაშვილს – რაში სჭირდებოდა, როდესაც პრეზიდენტის სასახლეს აშენებდა?! ასეული მილიონი რომ დახარჯა! აი, ეს არის სხვაობა. ჩვენ ვაკეთებთ ხალხისთვის, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას ჭავჭავაძის გამზირზე დასადგამი ერთი სკამის ღირებულებასთან დაკავშირებით.

კახა კალაძეს „მთავარმა არხმა“ ჰკითხა, თუ რატომ გამოცხადდა ტენდერი აღნიშნული სკამების შესაძენად ასეთ ვითარებაში და რომ ოპოზიციის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე დასადგამი ერთი სკამის ღირებულება დაახლოებით 8 500 ლარი იქნება.

კალაძის თქმით, პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო.

„ზოგადად, როდესაც თქვენ სუბრობთ ძვირადღირებულზე, თქვენ, პარტიას, არ გაქვთ უფლება ამაზე ისაუბროთ. ეს კითხვა შეიძლება დასვას ჩვეულებრივმა რიგითმა ადამიანმა – თუ რატომ? და მათ ჩვენ ავუხსნით, მაგარამ თქვენ არ გაქვთ უფლება, დასვათ ეს შეკითხვები. ზოგადად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჭავჭავაძის გამზირზე, საუბარია საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობაზე, რომელიც უნდა გამოიყენოს ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაემ: მე, თქვენ, ახალგაზრდებმა. თუ საჭიროა, ეგეც უნდა გადავიხადოთ. კითხვები დაუსვით მიხეილ სააკაშვილს, რაში სჭირდებოდა, როდესაც პრეზიდენტის სასახლეს აშენებდა, ასეული მილიონი რომ დახარჯა! აი, ეს არის სხვაობა. ჩვენ ვაკეთებთ ხალხისთვის, საზოგადოებისთვის და რა ხდებოდა წარსულში, ყველას კარგად მოგვეხსენება. თუმცა, ახლა ამის დრო არ არის. დღეს ვართ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში, რომ რაღაც პოლიტიკურ პოლემიკაში შევიდეთ. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. ვზრუნავთ ხალხზე, ვზრუნავთ საზოგადოებაზე. აღარ გავაგრძელებ. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გამოვალთ ამ უმძიმესი ბრძოლიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები