“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელს მსოფლიოშია, ღვთისგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის”-პატრიარქი

“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი  ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელს მსოფლიოშია, ღვთისგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის”-პატრიარქი

“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი  ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელს მსოფლიოშია, ღვთისგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.

“მადლობა უფალს დიდი წყალობისათვის. დღეს ყოველი ჩვენგანი ელოდება ღვთის წყალობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ უღვთოდ არაფერი  ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელს მსოფლიოშია, ეს მოვლენები, ღვთისგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის. დღეს გვექნება ჩვენ კიდევ შეხვედრა – 12 ვნების სახარების კითხვა, გწყალობდეთ ღმერთი, წყალობა ღვთისა თქვენზედა და სახელმწიფოსა ზედა და მთელს მსოფლიოსა ზედა იყოს. დაგლოცოთ უფალმა. ჩვენთან არს ღმერთი. 16:00 საათზე იქნება 12 ვნების სახარების კითხვა. წყალობა მოგმადლოთ უფალმა. სიყვარული ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი. დღეს განსაკუთრებული დღეა, 63 წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა, მელქისედეკ მესამემ მაკურთხა მე დიაკონად და ვმადლობ უფალს და ვმადლობ უწმინდესსა და უნეტარესს, ჩვენთან არს ღმერთი”, – განაცხადა ილია მეორემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები