ჩვენ შევაჩერებთ აგრესორ ქვეყანას და მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების სრულ დეოკუპაციას – პოროშენკომ სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტება მიულოცა

ჩვენ შევაჩერებთ აგრესორ ქვეყანას და მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების სრულ დეოკუპაციას – პოროშენკომ სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტება მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობას ულოცავს. ამის შესახებ პეტრო პოროშენკოს მიერ, სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილშია საუბარი.

„თქვენო აღმატებულებავ უკრაინელი ხალხის სახელით და პირადად ჩემგან გულწრფელად მოგილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე თქვენს არჩევას. საქართველოსა და უკრაინას ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს არა მხოლოდ დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა, ღრმა პატივისცემა და ურთიერთგაგება, არამედ ორივე ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული საერთო გამოწვევები და საფრთხეები.

ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მიერ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრულ მხარდაჭერას. თავის მხრივ გარწმუნებთ, რომ უკრაინა ყოველთვის დაიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ერთობლივი ძალისხმევებით და მთელი თავისუფალი დემოკრატიული სამყაროს კონსოლიდაციით ჩვენ შევაჩერებთ აგრესორ ქვეყანას და მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების სრულ დეოკუპაციას.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები შემდგომშიც განვითარდება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში დემოკრატიული განვითარების, ორივე სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის და ჩვენი ხალხების ევროპული მომავლის ინტერესებში.

გისურვებთ გამხნევებას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ხოლო ქართველ ხალხს მშვიდობას, კეთილდღეობას და აყვავებას“, – ნათქვამია პეტრო პოროშენკოს მილოცვაში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები