ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავითი სოკოლოვის ოჯახის პრობლემა მოგვარდეს-კახა კალაძე

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავითი სოკოლოვის ოჯახის პრობლემა მოგვარდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბინასმესაკუთრეთა კოოპერატივებით დაზარალებულია სამი ათასი ოჯახია, რომლებზეც სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ამ ადამიანების უზრუნველყოფა მოახდინონ.
“3 ათასი ოჯახი არის ბინათმესაკუთრეთა კოოპერატივებით დაზარალებულები. სახელმწიფოს აღიარებული აქვს, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ამ ადამიანების უზრუნველყოფა მოვახდინოთ და ჩვენ შევიმუშავებთ ისეთ მექანიზმს, რომ ჩემი მერობის პირობებში ეს 3 ათასი ოჯახი სრულად დაკმაყოფილდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
პირველი ქართველი დიქტორი მიუსაფარ მოხუცთა პალიატიურ ჰოსპისში ცხოვრობს. დავით სოკოლოვი, მეუღლესთან ერთად, იქ, დაახლოებით, 3 თვის წინ მივიდა.
ერთი წლის წინ ინსულტი გადაიტანა, მისი მეუღლე კი უკვე 5 წელია, იგივე მიზეზით ლოგინსაა მიჯაჭვული. საკუთარი სახლი აღარ აქვს და ფიქრობს, რომ ჰოსპისი ახლა მათთვის საუკეთესო ადგილია.