ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისათვის

ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისათვის

პეტრას ციხე სიმბოლურია ბევრი სხვადასხვა კუთხით – ეს არის ის ციხე-სიმაგრე, რომელიც აკონტროლებდა მთელი შავი ზღვის სანაპიროს და იყო ბრძოლისა და დაპირისპირების ადგილი ჯერ ბიზანტიასა და სპარსეთს შორის, შემდეგ ოტომანებსა და რუსეთს შორის, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის, მოლდოვისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პეტრა სიმბოლურია, რადგან ის გახდა ჩვენი ერთობის, დღევანდელი დღის შეხვედრის – სამი ლიდერისა და ევროკავშირის შეხვედრის ადგილი, სადაც ჩვენ ვსახავთ ერთობლივ მომავალს, ჩვენს ევროპულ გზას და იმას, როგორი უნდა იყოს შავი ზღვა, რომელიც ჩვენს უკან არის – მშვიდობის ზღვა, თანამშრომლობის ზღვა და ევროპასთან მიახლოების და შემდგომ შეერთების გზა.

„მინდა ხაზი გავუსვა ადგილს სადაც დღეს ჩვენ ვხვდებით, პეტრას ციხე-სიმაგრეს, რომელიც წარსულში დიდი ძალების მტრობის იყო და რომლებიც ამ ციხე-სიმაგრესაკონტროლებდნენ – შავი ზღვის სანაპიროს. თქვენი და თქვენი აქ ყოფნით, ის ახლა ხდება ჩვენი ძიების ჩვენი მიზნების, ევროკავშირთან ერთად ჩვენი სამი ასოცირებული ქვეყნის საერთო მიზნების სიმბოლო რათა ჩვენი საერთო მომავალი დავისახოთ. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. საერთო წარსული, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთო გამოწვევები, გამოწვევები ჩვენს უსაფრთხოებაში და იმ დესტაბილიზაციის მცდელობებში, რომლებიც შეიძლება მომდინარეობდნენ როგორც გარე ძალებისგან ასევე, შიდა. მაგრამ, ჩვენ საერთო გვაქვს ისიც, რომ არ გვინდა წარსულში დაბრუნება. ჩვენ მზად ვართ უდრეკად ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, თავიდან ავირიდოთ შიდა პოლარიზაციის საფრთხეები და გარე პროვოკაციები. ჩვენი პასუხი ცალსახაა – ის ევროპული პასუხია. არა თავგადასავლები, გადადგომები, ან სტაგნაცია, არამედ წინსვლა. მყარი წინსვლა სწორი მიმართულებით, ევროპის მიმართულებით და ამას შეუპოვრობა ჰქვია! ასოცირება მხოლოდ ტერმინი არ უნდა იყოს. პირიქით, მან ახალი მნიშვნელობა უნდა შეიძინოს და პირველ რიგში, ეს ამ სამი ქვეყნის გონებათა რეალურ ასოციარებად უნდა იქცეს.

ეს ნიშნავს კარგი მმართველობისა და ძლიერი საზოგადოების შენებისა და ახალი ეკონომიკის მშენებლობისადმი საერთო მიდგომას, რომელიც დიდი პროექტების გაერთიანებაზე გადის; საერთო მიდგომას კონფლიქტების დასასრულებლად და ოკუპაციისა და იმ პოზიციების დასაძლევად, რომლებიც მე-20 საუკუნეს მიეკუთვნება და დღეს დრომოჭმულია. ასოცირებამ ახალი მნიშვნელობა უნდა შეიძინოს, რადგან ჩვენ ვიზიარებთ ვალდებულებას გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი გზა რეფორმებისკენ, ევროპული კანონმდებლობის ჩვენ კანონებში ადაპტაციისკენ, და ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ვალდებულება ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილებები და მხარი დავუჭიროთ.

ჩვენ ეკონომიკების განვითარების საერთო ხედვა გვჭირდება. აქ შემოდის შავი ზღვა, რომელიც ყველა ახალი მიდგომისა და შესაძლებლობის სიმბოლოა: დაკავშირებადობა, ახალი ტექნოლოგიები, ვაჭრობა, თანამშრომლობა. შავი ზღვა, რომელიც თავის თავს საზღვრიდან ხიდად გარდაქმნის, რომელიც ფიზიკურად ჩვენ სამს და სამს + ევროკავშირს დაგვაახლოებს და ეს ნიშნავს შავი ზღვიდან მდინარე დუნაიმდე და ეს ნიშნავს შავი ზღვიდან 3 C ინიციატივამდე. ჩვენ უფრო მჭიდრო უნდა გავხადოთ თანამშრომლობა არა მარტო ჩვენ სამს შორის, არამედ ასევე ევროკავშირთან და ამისთვის ჩვენ კონკრეტული წინადადებები გვჭირდება, რათა შევინარჩუნოთ ასოცირებული ქვეყნის გზა, უფრო ფართო აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში: ეს ნიშნავს, იმას, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მაინც უნდა მიიღონ მონაწილეობა ევროპის მომავლის განხილვებში, უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის კონკრეტული დღის წესრიგი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში 27+3 და 3+1 ფორმატებს უნდა ჰქონდეს თავიანთი ხმის უფლება და მონაწილეობა მიიღონ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მომზადებაში.

ინფრასტრუქტურის, ინოვაციური და ახალი ტექნოლოგიების განვითარების პროექტების ირგვლივ გაერთიანება გზად გაკვალავს უფრო თანამშრომლობითი მიდგომისათვის. პეტრას დეკლარაციის შემდეგ, რომელსაც ახლახან მოვაწერეთ ხელი, ჩვენი სამი ქვეყანა იგივენაირი ვეღარ იქნება. ჩვენ დავახლოვდით. შავი ზღვა არ იქნება იგივე, ის წარმოადგენს სამი C-ს (Connectivity, Cooperation and Closeness) დაკავშირებადობის, თანამშრომლობისა და სიახლოვის, გაერთიანებას. ამისათვის ევროპასთან დამაკავშირებელი ბმული, რომელიც ჩვენ გვჭირდება უნდა იყოს ზღვა, ლიმიტების, გამონაკლისებისა და კონფრონტაციების გარეშე. მინდა, ჩვენ ყველას და პირველ რიგში, ჩვენ სამ ქვეყანას ვუსურვო, რომ წინ მიმავალი გზა წარმატებითა და კეთილდღეობით იყოს გაკაფული. მადლობა!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ბათუმში მე-17 საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნა. ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მოლდოვის, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.

კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები და მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები