ჩვენ გვყავს 40 000-მდე ბავშვი, რომლებმაც ვერ ჩააბარეს საატესტატო გამოცდები და მათი უმრავლესობა ჰაერშია დარჩენილი- მიხეილ ბატიაშვილ

ჩვენ გვყავს 40 000-მდე ბავშვი, რომლებმაც ვერ ჩააბარეს საატესტატო გამოცდები და მათი უმრავლესობა ჰაერშია დარჩენილი- მიხეილ ბატიაშვილ

პროფესიული განათლების პრეზენტაციის წარდგენისას საქართველოს განათლების, მეცნერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოკლევადიან გადამზადების კურსებზე ისაუბრა, რომლებიც ატესტატის გარეშე დარჩენილ ბავშვებს განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.
„ჩვენ გვყავს 40 000-მდე ბავშვი, რომლებმაც ვერ ჩააბარეს საატესტატო გამოცდები და მათი უმრავლესობა ჰაერშია დარჩენილი. ჩვენი ამოცანა, მოვალეობა და ვალდებულებაა, მათთან სწორი კომუნიკაციის საფუძველზე დავაბრუნოთ ისინი განათლებაში. მაქსიმალურად სწრაფად უნდა შევძლოთ ამ ბავშვების გარკვეულ პროფესიაში შეყვანა და მათი შრომით ბაზარზე დაბრუნება. ვგეგმავთ აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას, რათა დავანახოთ მათ წინაშე არსებული შესაძლებლობები. კონსულტაცია გაეწევა მშობლებსაც და ბავშვებაც ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მარტიდან ამოქმედდება მოკლევადიანი გადამზადების პროგრამები და ასობით ახალგაზრდას, რომლებიც ამ წლების განმავლობაში სისტემის მიღმა დარჩნენ, მიეცემათ შესაძლებოლობა, დარეგისტრირდნენ, გაიარონ მოთხოვნადი პროგრამები და დასაქმდნენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები