ჩვენ გადავდივართ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესიდან არაპირდაპირი არჩევის წესზე,ვენეციის კომისიის შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიურია-ირაკლი კობახიძე

ჩვენ გადავდივართ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესიდან არაპირდაპირი არჩევის წესზე,ვენეციის კომისიის შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიურია-ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების მთავარი მიზეზი პრეზიდენტის ზოგად ფუნქციებსა და კომპეტენციებთან მისი არჩევის წესის შესაბამისობაში მოყვანაა.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრა.

„კიდევ ერთი საკამათო საკითხი იყო საპრეზიდენტო არჩევნები. როგორც იცით, ჩვენ გადავდივართ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესიდან არაპირდაპირი არჩევის წესზე. ეს ცვლილება ძალიან პოზიტიურად შეფასდა ვენეციის კომისიის მხრიდან. ამ ცვლილების მთავარი მიზეზია პრეზიდენტის არჩევის წესის შესაბამისობაში მოყვანა პრეზიდენტის ზოგად ფუნქციებსა და კომპეტენციებთან. ამჟამად არსებობს დიდი დისპროპორცია ლეგიტიმაციასა და ფუნქციებს შორის. ეს პრაქტიკაში პრობლემებს ქმნის. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა, თავიდან აგვერიდებინა ეს პრობლემები, ეს გამოწვევები და ამიტომ ვცვლით პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს არაპირდაპირი არჩევის წესით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვენეციის კომისიის შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიურია“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები